Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატების განცხადებით, ირანმა უარყო ბირთვული პროგრამის შესახებ წინადადების ძირითადი კომპონენტი


გავრცელებული ინფორმაციით, ირანმა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს აუწყა, რომ არ ეთანხმება მისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ირანიდან გამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილის უცხოეთში გააგზავნას. ეს ნაბიჯი, რომელსაც გაერო ემხრობა, გაფანტავდა შიშს უცხოეთში, რომ ირანმა, შესაძლოა ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენოს გამდიდრებული ურანი. როგორც იუწყებიან, დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ირანმა, ფაქტობრივად, უარყო გეგმა, გამოვიდა რა მოწოდებით, რომ შემუშავდეს ალტერნატივა, რომელიც არ გაითვალისწინებდა ირანის გამდიდრებული ურანის ექსპორტს და სანაცვლოდ ბირთვული საწვავის მიღებას ზუსტად განსაზღვრულ დროში. ამ საკითხზე გავრცელებულ ცნობებში ნათელი არ არის, ირანმა სიტყვიერად, თუ წერილობით უპასუხა გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მის წინადადებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG