Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანი „შავი იანვრის“ მე-20 წლისთავს აღნიშნავს


აზერბაიჯანში „შავი იანვრის“ მე-20 წლისთავს აღნიშნავენ. "შავ იანვარს" უწოდებენ საბჭოთა ჯარების მიერ აზერბაიჯანში დამოუკიდებლობის მოძრაობის ჩახშობის მცდელობას. 1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ჯარისკაცებმა კრემლის დავალებით დაიწყეს საპროტესტო აქციების დარბევა. ოპერაციაში 26 000-მდე ჯარსიკაცი მონაწილეობდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რის შედეგადაც 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 700. დღეს, 12 საათზე, ბაქოში ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა წუთიერი დუმილით მსხვერპლის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად.
XS
SM
MD
LG