Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტი კიდევ ერთმა ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია


შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის უწყების ცნობით, ჰაიტიზე დღეს მორიგი მიწისძვრა აღირიცხა. მისი სიმძლავრე რიხტერის სკალაზე 6,1 შეადგენდა. გაზომვის წინასწარი შედეგებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ჩრდილო-დასავლეთით, 56 კილომეტრში მდებარეობდა. როგორც იუწყებიან, მიწისქვეშა ბიძგებმა შენობები შეარყია, რის გამოც დაშინებული ხალხი გარეთ გავარდა. ამასობაში, მაშველები განაგრძობენ გადარჩენილების ძებნას ნანგრევებში ერთი კვირის წინანდელი, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG