Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალის რაიონში სამხედრო ბაზების მშენებლობა გრძელდება


ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში რუსი ჯარისკაცები სამხედრო ბაზის მშენებლობას განაგრძობენ. ოკუპირებულ სოფელ მეორე ოტობაიაში რუსი ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის მშენებლობას ადასტურებს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის უფროსი თორნიკე კილანავა. მისი თქმით, მეორე ოტობაიაში მშენებარე სამხედრო ქალაქი მხოლოდ ფსბ-ს ოფიცრებისთვის და პირადი შემადგენლობისთვის იქნება განკუთვნილი. სოფელ ფიჩორში კი, რომელიც ოტობაიას ესაზღვრება, დევნილი მთავრობის ინფორმაციით, ფსბ-ს ოფიცრების ოჯახებისთვის სახლები და მინი სამხედრო ბაზა აშენდება, სადაც სერჟანტები და სხვა წოდების სამხედრო პირები იცხოვრებენ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კიდევ ერთი ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ჯარისკაცები სამხედრო ბანაკებს ააშენებენ თაგილონში, ჭუბურხინჯსა და საბერიოში.
XS
SM
MD
LG