Accessibility links

თურქეთის განცხადებით, სომხეთთან შერიგების პროცესი საფრთხეშია


თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, სომხეთში სასამართლოს მიერ პირველი ომის დროს სომხების მასობრივი დხოცვის „გენოციდად“ შეფასებამ, შესაძლოა, ავნოს სომხეთსა და თურქეთს შორის საუკუნოვანი დაპირისპირებისათვის ბოლოს მოღებისაკენ მიმართულ ძალისხმევას. ერდოანმა ამ განცხადებით მიუთითა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან დაამტკიცა ოქტომბერში მიღწეული შეთანმხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებისა და საერთო საზღვრის გახსნის შესახებ. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს მოწოდებას, „გენოციდად“ იქნეს აღიარებული 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომხის დახოცვა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ, „თუ ის არ შეასწორეს“, შესაძლოა, ავნოს შერიგების პროცესს. თურქეთი მოითხოვს ასევე სომხეთის ჯარების გაყვანას მთიანი ყარაბაღიდან, რომლის გარშემოც სომხეთს აზერბაიჯათნა კონფლიქტი აქვს.
XS
SM
MD
LG