Accessibility links

logo-print

თვითმკვლელმა ამფეთქებელმა ერაყში თავდასხმა მოაწყო სამხედრო პოსტზე


ერაყის პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელმა მოიერიშემ ავტომანქანა ააფეთქა სამხედრო პოსტის მახლობლად ქალაქ მოსულში, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიჭრა. დაჭრილებს შორის არიან ჯარისკაცები, პოლიციელები და სამოქალაქო პირები. აფეთქებამ სამხედრო პოსტი და მიმდებარე შენობები დააზიანა. შეერთებული შტატებისა და ერაყის ოფიციალური წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ 7ი მარტისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია თავდასხმების გახშირება.
XS
SM
MD
LG