Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსერვატიული პარტია განათლების ყოფილი მინისტრების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს


კონსერვატიული პარტია განათლების ყოფილი მინისტრების გია ნოდიას, ნიკა გვარამიასა და კახა ლომაიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, თავად მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ ორ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების განათლების რეფორმა, რომელიც 2004-2009 წლებში მიმდინარეობდა, წარუმატებელია. ამ პერიოდში კი, რეფორმას ნოდია, ლომაია და გვარამია ხელმძღვანელობდნენ. კონსერვატორები ასევე აცხადებენ, რომ განათლების სისტემაში 40 მილიონი ლარის მიზანმიმართულად დახარჯვის დოკუმენტაცია, თავის დროზე, ვერც კონტროლის პალატამ აღმოაჩინა.
XS
SM
MD
LG