Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიცე-სპიკერმა ცსკო-ში ახალი თავმჯდომარე და ახლადდამტკიცებული წევრები წარადგინა


ვიცე-სპიკერმა რუსუდან კერვალიშვილმა პარლამენტის სახელით, ცსკო-ში დღეს ახალი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ახლადდამტკიცებული წევრები გიზო მჭედლიძე, თამაზ შარმანაშვილი და კონსტანტინე კირვალიძე წარადგინა. კერვალიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტის მიერ შერჩეული ადამიანები საქართველოში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას შეძლებენ და მსოფლიოს დემოკრატიული არჩევნების მაგალითს აჩვენებენ. ცსკ-ის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საქართველოში მიღწეული იქნება, რომ სამართლიანი არჩევნები რეალობად იქცეს.
XS
SM
MD
LG