Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალიანსი საქართველოსთვის" ვანო მერაბიშვილის და გივი თარგამაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს


”ალიანსი საქართველოსთვის” უკრაინის შიდაპოლიტიკურ საქმეებში უხეშად ჩარევას მიუღებლად მიიჩნევს. ”მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობის მომავალს და შესაძლო ნეგატიური შედეგების გამო, სრული პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება” - განაცხადა დღეს ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, პოლიტიკური ავანტიურისა და ქვეყნის ინტერესებისთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი მაღალი თანამდებობის პირების - ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძისა და სხვათა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს. ამასთან, ალასანიამ განაცხადა, რომ ”ალიანსი საქართველოსთვის” საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებებს უერთდება და უკრაინელ ხალხს არჩევნების პირველი ტურის გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარებას ულოცავს.
XS
SM
MD
LG