Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანუკოვიჩის ”რეგიონების პარტიამ” გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც მათი განცხადებით, ვანო მერაბიშვილი და გივი თარგამაძე ტელეფონით საუბრობენ


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის ”რეგიონების პარტიამ” გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც პარტიის წევრთა განცხადებით, საქართველოს შს-თა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე უკრაინაში ათასზე მეტი ადამიანის ჩასვლის გზებსა და საშუალებებზე ტელეფონით საუბრობენ. ამ ინფორმაციის კომენტირებისას თარგამაძემ დღეს სააგენტო ”ინტერპესნიუსს” განუცხადა, რომ მერაბიშვილს ხშირად ესაუბრება და საუბრის შინაარსს ზეპირად არ იმახსოვრებს. ამასთან, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტექნიკური საკითხების გამო, საქართველოდან დონეცკში 300 ადამიანი მართლაც ჩავიდა და ეს დამალული ფაქტი არ ყოფილა. ამ სამას ადამიანს იანუკოვიჩის პარტია დაქირავებულ მებრძოლებად მოიხსენიებს და ასევე ირწმუნება, რომ კიდევ 360 პირი საქართველოს შინაგანი ჯარის სპეცრაზმელი იყო. ”რეგიონების პარტია” აცხადებს, რომ საქართველოს წარმომადგენლები უკრაინაში იულია ტიმოშენკოს მხარდასაჭერად საარჩევნო პროცესში ჩარევის მიზნით გაგზავნეს. იანუკოვიჩის მომხრეთა მსგავს განცხადებებს ტიმოშენკოს ბლოკში კატეგორიულად უარყოფენ. თავად უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ცსკ-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოდან გაგზავნილ მეთვალყურეებს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, სასამართლოში გაასაჩივრა. სარჩელზე კიევის სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG