Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაიტს უოჩმა" წლიური ანგარიში გამოაქვეყნა


უფლებადამაცვმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩმა“ დღეს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც მთავრობებს მოუწოდებს, ადამიანის უფლებები გახადონ ორმხრივი ურთიერთობების ცენტრალურ ელემენტად. როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელმა, იენ ლევაინმა განაცხადა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, „ნაწილობრივ იმის გამო, რომ საერთაშორისო უფლებადამცავი მოძრაობის გავლენა და როლი იზრდება, სახეზეა თადასხმების გააქტიურება როგორც ადამიანის უფლებების დამცველებზე, ისე უფლებადამცავ ორგანიზაციებზე, რომლებიც დევნა-შევიწროვებას აღწერენ და ადამიანის უფლებების დაცვას ცდილობენ. და ეს არის ტენდენცია, რომელსაც მსოფლიოს ბევრ კუთხეში ვხედავთ, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირსა და ირანში“. ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების დამცველებზე თავდასხმებმა მკვეთრად იმატა ქვეყნებში, რომლებშიც მთავრობებს შეიარაღებულ ამბოხებულებთან ბრძოლა უწევთ. ანგარიშში მიუთითებენ ჩრდილოეთ კავკასიაში განუკითხაობასთან მებრძოლი ადვოკატებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაზე. რუსეთის გარდა, კენია, ბურუნდი და ავღანეთია დასახელებული იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც განვლილი წლის მანძილზე უფლებადამცველები დახოცეს.
XS
SM
MD
LG