Accessibility links

logo-print

ბრიტანეთი ანტიტერორისტულ ხარჯებს ამცირებს


ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ბრიტანული ფუნტის გაუფასურების გამო შეამცირა ანტიტერორისტული პროგრამის დაფინანსება პაკისტანში. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა გლენის კინოკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პაკისტანში ტერორიზმთან და რადიკალიზაციასთან ბრძოლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 110 მილიონი ფუნტით (180 მილიონი დოლარი) შემცირდა. კინოკის თანახმად, შემცირდა ავღანეთში ანტინარკოტიკული ღონისძიებებისა და აფრიკაში კონფლიქტის პრევენციისთვის გათვალისწინებული თანხაც. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მუსულმან ექსტრემისტთა მოქმედება მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG