Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელი სერბები ავტონომიის გაფართოების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს


ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში შემავალი ბოსნიელი სერბების რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ ავტონომიის გაფართოების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს. ინიციატივის წინააღმდეგ გამოდიან შიდაპოლიტიკური ოპოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რეფერენდუმი დაარღვევს ისედაც მყიფე მშვიდობას. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს, დეიტონის შეთანხმებით, ბალკანეთში შეიარაღებული დაპირისპირება დასრულდა, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ეთნიკურ უთანხმოებას მაინც აქვს ადგილი. ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებად ითვლება კოლექტიური პრეზიდიუმი, რომლის შემადგენლობაში შედიან ბოსნიელების, ხორვატებისა და სერბების წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG