Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარის შეფასებით, მერაბიშვილისა და თარგამაძის სატელეფონო საუბარი უკრაინაში დივერსიულ მიზნებს ადასტურებს


”ალიანსის საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ითხოვს, რომ სრულად გადასცეს შს-თა მინისტრის, ვანო მერაბიშვილისა და თავდაცვის და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც თავდაპირველად უკრაინული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. სოზარ სუბარის შეფასებით, საუბარი, რომელიც ოფიციალურ პირებს არ უარუყვიათ, უკრაინაში დივერსიულ მიზნებს ადასტურებს. სუბარის განცხადებით, აუდიოჩანაწერის სრული ვერსია საქართველოში მხოლოდ“მაესტრომ” და “კავკასიამ” გადასცეს, “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” მხოლოდ მცირე ფრაგმენტი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი ამ თემაზე დუმილი არჩია. ”ალიანსი საქართველოსთვის” სამეურვეო საბჭოს მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ აუდიტორიის დროულად ინფორმირების კანონით დადგენილი ვალდებულების შესასრულებლად.
XS
SM
MD
LG