Accessibility links

logo-print

კიევის ადმინისტრაციული სააპელაციო სასამართლო: ქართველ მეთვალყურეთა რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისთვის თავის არიდება უკანონო იყო


იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის ცნობით, კიევის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის ცსკ-ის მიერ ქართველ მეთვალყურეთა რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისთვის თავის არიდება უკანონო იყო. საარჩევნო ადმინისტრაციას სასამართლოში პრემიერ-მინისტრმა ტიმოშენკომ 19 იანვარს უჩივლა. მისი შტაბის ინფორმაციით, კიევის სააპელაციო სასამართლომ ცსკ-ს საქართველოდან წარგზავნილ დამკვირვებელთა რეგისტრაციის საკითხის არსებითად გადაწყვეტა დაავალა. მსგავსი გადაწყვეტილება კიევის სასამართლომ გასულ კვირაშიც მიიღო, თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ქართველ მეთვალყურეთა რეგისტრაციაზე მაინც უარი თქვა და დამკვირვებლებად მივლინებული პირების დოკუმენტების შესამოწმებლად გენერალურ პროკურატურას მიმართა.
XS
SM
MD
LG