Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და რუსეთი შეიარაღების შემცირების შეთანხმების მოსამზადებლად მოლაპარაკებას განაგრძობენ


აშშ და რუსეთი სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების ახალი შეთანხმების მოსამზადებლად მოლაპარაკებას განაგრძობენ. ამ მიზნით მოსკოვში ორდღიანი კონსულტაციისთვის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიმს ჯონსი და შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ადმირალი მაიკლ მალენი გაემგზავრნენ. დღეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთში ამერიკის რაკეტების ”პეტრიოტის” განლაგების გეგმის გამო რუსეთი ბალტიის ზღვაში საკუთარ სამხედრო ფლოტს უზუსტესი შეიარაღებით გააძლიერებს. თუმცა, მსგავსი განზრახვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო.
XS
SM
MD
LG