Accessibility links

logo-print

„პეტრიოტის“ რაკეტები პოლონეთში, რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრში განთავსდება


„პეტრიოტის“ სისტემის ამერიკული რაკეტები პოლონეთის ქალაქ მორონში, რუსეთის საზღვრიდან 100 კილომეტრში განთავსდება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ბოგდან კლიხის განმარტებით, ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული იქნა მოწყობილობებისა და მომსახურე პერსონალისთვის ხელსაყრელი პირობები. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოლონეთში ამერიკის ანტისარაკეტო სისტემის განთავსება გაართულებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებას, რომელიც სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების კონტროლს შეეხება.
XS
SM
MD
LG