Accessibility links

logo-print

პოლონეთის პრეზიდენტი: მე საქართველოს ამბიციებს მხარს ვუჭერ


პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც პრაღაშია ორდღიანი ვიზიტით ჩეხეთის პრეზიდენტის მიწვევით, სრულიად ემხრობა საქართველოს სწრაფვას, პირველ რიგში კი, ევროატლანტიკურ ამბიციებს. კაჩინსკიმ ამასთან განაცხადა, რომ ნატო სტაბილურობის გარანტი და მომტანია და სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სტაბილურობა არაერთი მიზეზის გამო სჭირდება. ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას საქართველოს გარშემო არ უმსჯელია კაჩინსკისთან მაგრამ თქვა, რომ ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას არ მოელის „არც დღეს არც ხვალ და არც ზეგ“.
XS
SM
MD
LG