Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიის პრეზიდენტმა არ მიიღო ხორვატიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიწვევა


სერბიის პრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა არ მიიღო ინაუგურაციაზე მიწვევა, რომელიც მას ხორვატიის ახალმა პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა გაუგზავნა. უარის თქმით მიზეზად დასახელდა ცერემონიაში კოსოვოს ლიდერის ფატმირ სეიდიუს შესაძლო მონაწილეობა. ოფიციალური ბელგრადი მიიჩნევს, რომ კოსოვო კვლავინდებურად სერბიის ნაწილია. სეიდიუს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოსოვოს ლიდერისთვის უკვე დაჯავშნულია ნომერი ზაგრების ერთ-ერთ სასტუმროში. ხოვატიამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. პრეზიდენტის ინაუგურაცია ზაგრებში 18 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG