Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტის გაორმაგებას აპირებს


რუსეთის კომპანია "გაზპრომის" განცხადებით, აზერბაიჯანიდან იმპორტი მომავალ წელს გაორმაგდებ და ორ მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ამ შეთანხმებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს აზერბაიჯანის მონაწილეობაზე "ნაბუკოს" პროექტში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობას. 2014 წლიდან "ნაბუკომ", რომელიც რუსეთის გაზსადენის, "სამხრეთის ნაკადის" მეტოქედ არის მიჩნეული, უნდა დაიწყოს გაზის მიწოდება კასპიის რეგიონიდან ევროპაში, თურქეთზე ტრანზიტით, რათა შემცირდეს რუსეთიდან მომარაგებაზე ევროპის დამოკიდებულება. გასულ წელს აზერბაიჯანში 23,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ამოიღეს.
XS
SM
MD
LG