Accessibility links

ჩინეთი ამერიკის კრიტიკას პასუხს სცემს


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მიმართა და მოუწოდა, ”პატივი სცეს ფაქტებს” და შეწყვიტოს ”უსაფუძვლო ბრალდებები ჩინეთის წინააღმდეგ”. ”ამერიკა აკრიტიკებს ინტერნეტის რეგულირებასთან დაკავშირებულ ჩინეთის პოლიტიკას და აცხადებს, თითქოს ჩინეთი ინტერნეტის თავისუფლებას ზღუდავდეს. ეს განცხადება ფაქტებს ეწინააღმდეგება და ვნებს ჩინეთისა და აშშ-ს ურთიერთობებს” - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააკრიტიკა ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც ზღუდავენ ინტერნეტით სარგებლობას და ხელს უშლიან ინფორმაციის თავისუფალ დინებას.

XS
SM
MD
LG