Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი თურქეთთან მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას არ გამორიცხავს


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთთან მოლაპარაკების პროცესის ჩაშლას არ გამორიცხავს. ერევანში დღეს გამართულ ბრიფინგზე ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ მოვლენათა პროგნოზირება არ უყვარს, მაგრამ თუ თურქეთი უკვე ხელმოწერილი ოქმების რატიფიცირებაზე უარს იტყვის და ულტიმატუმების ენით საუბარს განაგრძობს, მოლაპარაკება შესაძლოა ჩაიშალოს. ამ კვირაში ანკარამ განაცხადა, რომ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თურქეთთან ურთიერთობის მოგვარების თაობაზე შარშან ხელმოწერილი ოქმები სომხეთის კონსტიტუციას შეესაბამება, დათქმებს და შემზღუდავ დებულებებს შეიცავს, რაც ოქმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. თურქეთმა სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა მოითხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი მოლაპარაკების ჩაშლა არ გამორიცხა. საპასუხოდ, ედვარდ ნალბანდიანმა დღეს განაცხადა, რომ თურქეთი ხელოვნურ საბაბს ეძებს, რასაც მსოფლიო თანამეგობრობა არ გაიზიარებს.
XS
SM
MD
LG