Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა ლატვია სააკაშვილის დაჯილდოების გამო გააკრიტიკა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვს არ შეუწყვეტია და ოფიციალურ დონეზე თბილისთან მწირი კონტაქტის გამო დამნაშავე არ არის. რაც შეეხება საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან ურთიერთობას, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მსგავს კონტაქტებზე რუსეთს უარი არასდროს უთქვამს და არავის დაპირებია, რომ საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკოსთა თხოვნას შეხვედრების შესახებ უარით უპასუხებს. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვია საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელი დაჯილდოების გამო გააკრიტიკა. ”როდესაც ლატვიის უმაღლესი ორდენი გადაეცემა ადამიანს, რომელმაც რუსი მშვიდობისდამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ბრძანება გასცა, ეს რუსეთ-ლატვიის თანამშრომლობის განმტკიცებას დადებით ემოციას ვერ შემატებს”, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG