Accessibility links

logo-print

ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ რუსეთსა და ბელორუსიის მოლაპარაკება გაიმართა


ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ რუსეთსა და ბელორუსიას შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მინსკში გაიმართება. წინა ორი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 4 იანვარს კომპანია „ბელენერგომ“ განაცხადა, რომ აპირებს ტრანზიტის გადასახადის ხუთჯერ გაზრდას და, რომ შესაძლოა რუსეთის ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს კალინინგრადის ოლქსა და ლიტვას. ანალიტიკოსები წარმოქმნილ პრობლემებს უკავშირებენ ნავთობის კონფლიქტს. თვეზე მეტია რუსეთი და ბელორუსია ვერ ახერხებენ ნავთობის ტრანზიტისა და მიწოდების ტარიფებზე შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG