Accessibility links

logo-print

”ალიანსი საქართველოსთვის” უკრაინაში განვითარებული მოვლენების განხილვას უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოითხოვს


”ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტისგან ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომის მოწვევას მოითხოვს. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ სხდომის მოწვევა აუცილებელია, რათა საზოგადოებამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღოს. ალასანიას შეფასებით, საზოგადოებას სულ უფრო მეტი შეკითხვა უჩნდება იმის შესახებ, თუ რეალურად რა მოხდა უკრაინაში და როგორი ფორმით დაიგეგმა მეგობარი ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევა. ”სხდომაზე უნდა მივიღოთ კონკრეტულ პასუხები, თუ ვინ დაგეგმა პოლიტიკური ავანტიურა და რომელი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლებას უკრაინის პოლიტიკოსთა ნაწილის ბრალდებები არც უარყვია და არც დაუდასტურებია, დამატებით შეკითხვებს წარმოშობს.
XS
SM
MD
LG