Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ დსთ-სთან ბოლო კავშირი გაწყვიტა


დღეიდან საქართველომ ოფიციალურად დატოვა დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეაც. ასამბლეიდან გასვლის განაცხადი საქართველომ გასული წლის 22 ივლისს წარადგინა, შესაბამისი ნახევარწლიანი პროცედურა კი დღეს დასრულდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს გასვლა დიდ დანაკლისს არ წარმოადგენს, რადგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ასამბლეა ვერ იღებდა და მხოლოდ ტრიბუნას წარმოადგენდა.
XS
SM
MD
LG