Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში ურანის გამამდიდრებელი ქარხნიდან რადიაციის გატყორცნა მოხდა


რადიაციის გატყორცნას ჰქონდა ადგილი გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ქალაქ გრონაუში, სადაც ურანის გამამდიდრებელი ქარხანა Urenco მდებარეობს. მოხერხდა შენობის შიგნით დაბინძურებული ჰაერის გასუფთავება. რადიოაქტიული დასხივება მიიღო ერთმა მუშამ, რომელიც ქალაქ მიუნსტერის კლინიკაში გადაიყვანეს. ქარხნის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ გარემოს დაბინძურების საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG