Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვს „არ ესმის“ პოლონეთში რაკეტების განთავსების გეგმა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მას არ ესმის პოლონეთის გეგმა ქვეყნის ჩრდილოეთში, რუსეთის კალინინგრადის ოლქის საზღვართან, აშშ-ის „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტების განთავსების თაობაზე. ამ რაკეტებს პოლონეთს შეერთებული შტატები უგზავნის, იქ ანტი-სარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსების შესახებ თავდაპირველი გეგმის უარყოფის შემდეგ. გეგმას მწვავედ ეწინააღმდეგებოდა რუსეთი. რამდენიმე დღის წინ პოლონეთმა განაცხადა, რომ რაკეტებს რუსეთის საზღვრიდან ას კილომეტრზე ნაკლებ რადიუსში განათავსებენ. ლავროვი ამ სიახლეს პრეს-კონფერენციაზე გამოეხმაურა, სადაც ბევრ სხვა საკითხსაც შეეხო.
XS
SM
MD
LG