Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ერაყს სტუმრობს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი გუშინ ერაყში ჩავიდა, რათა საუბრები გამართოს ერაყის მომავალი არჩევნების გარშემო. ერაყში მარტისთვის დაგეგმილ არჩევნებს საფრთხე გაუჩნდა მას მერე, რაც იზრდება სია იმ საარჩევნო კანდიდატებისა, რომლებსაც ზღუდე შეექნათ მათ მიმართ ეჭვის გამო, რომ სადამ ჰუსეინის ბაათის პარტიასთან არიან დაკავშირებული. ბაიდენი ერაყის ოფიციალურ პირებს, პრემიერ ალ მალიკის და პრეზიდენტ თალაბანის ხვდება. ის მოლაპარაკებას მართავს ასევე პარლამენტის სპიკერ ლიად ალ-სამარაისა და ერაყში გაეროს საგანგებო წარგზავნილ ედ მელკერტთან.
XS
SM
MD
LG