Accessibility links

logo-print

რუსეთი ირანისთვის სანქციების ნაჩქარევ დაწესებას არ ემხრობა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მსოფლიოს ქვეყნები გააფრთხილა, ნუ იჩქარებენ გაეროს ახალი სანქციების დაწესებას ირანისთვის მისი ბირთვული პროგრამის გამო. ლავროვის თქმით, მოსკოვს სურს ირანის კონსტრუქციული ქმედებები იხილოს. მანვე გამოხატა მოსკოვის უკმაყოფილება, რომ თეირანმა არ მიიღო გაეროს შუამავლობით მიღწეული წინადადება, ურანი გასამდიდრებლად საფრანეთსა და რუსეთში გაიტანოს. დასავლეთის წინადადება ირანისთვის სანქციების დაწესების შესახებ უარყო ჩინეთმა.
XS
SM
MD
LG