Accessibility links

logo-print

გუბერნატორის კონვოიზე თავდასხმას ავღანეთში ოთხი ჯარისკაცის დახოცვა მოჰყვა


ავღანეთის ვარდაკის პროვინციის გუბერნატორის კონვოი გზაზე ჩადებულ ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ოთხი ავღანელი სამხედრო დაიხოცა. ცნობით, თვითონ გუბერნატორი არ დაშავებულა. აფეთქების შემდეგ მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანებს, მაგრამ სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თალიბანმა, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის, განახადა, რომ ცხრა სამხედრო დახოცა.
XS
SM
MD
LG