Accessibility links

ჰაიტის მთავრობამ სამძებრო და გადარჩენის სამუშაობის დასრულება გადაწყვიტა


გაერომ განაცხადა დღეს, რომ ჰაიტის მთავრობამ მიიღო „სამწუხარო“ გადაწყვეტილება, დაასრულოს 12 იანვრის შვიდბალიანი მიწისძვრის შედეგად გადარჩენილების სამძებრო და მაშველი სამუშაოები. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას მერე ერთი დღის შემდეგ, რაც მაშველებმა მიაგნეს ორ გადარჩენილს, რის შედეგადაც სულ ასეთების რიცხვმა მიაღწია 132-ს. ჰაიტის მთავრობის თანახმად, მიკვლეული იქნა 120 ათასი დაღუპულის გვამი, მაგრამ მოელიან, რომ სულ დახოცილების რიცხვი ბევრად მეტი იქნება.
XS
SM
MD
LG