Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეპორტიორები უსაზღვრებოდ" შეშფოთებულია არაბულ სამყაროში ტელეარხების გაკონტროლების გეგმით


მედიის უფლებების დმცველმა ჯგუფმა, „რეპორტირებმა უსაზღვრებოდ“, თავისი შეშფოთება გამოხატა არაბული ქვეყნების ერთობლივი ინიციატივის გამო, შეიქმნას რეგიონული ოფისი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სატელიტურ ტელევიზიებს. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელევიზიო პოლიციის შესახებ ეს წინადადება შემაშფოთებელია, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება რეგიონის მთავრობების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეარხებისთვის ცენზურის დასაწესებლად. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ"-ის განცხადებით, ეს წინადადება მოჰყვა აშშ-ის კანონის მიღებას, რომელიც გულისხმობს სატელიტური არხის „ტერორისტულ სუბიექტად“ მიჩნევას, თუკი ის გადასცემს ინფორმაციას, რომელიც აშშ-ის კონგრესის აზრით, ტერორისტული ხასიათისაა.
XS
SM
MD
LG