Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მთავრობა ვერ ადასტურებს, სავარაუდოდ, ბინ ლადენის აუდიომიმართვის ავთენტურობას


ოსამა ბინ ლადენის სავარაუდო აუდიოჩანაწერით, რომელიც ალ ჯაზირას ტელეარხმა გადასცა, ალ ყაიდის ლიდერი აშშ-ის წინააღმდეგ მეტი თავდასხმით იმუქრება და ქებით მოიხსენიებს დეკემბრის ბოლოს აშშ-ის სამგზავრო თვითმფრინავში აფეთქების მცდელობას. ის „გმირს“ უწოდებს ნიგერიელს, რომელმაც თვითმფრინავში აფეთქების მოწყობა სცადა. იქვე ნათქვამია, რომ გაგრძელდება აშშ-ზე თავდასხები, სანამ ის ისრაელს უჭერს მხარს. აშშ-ის თეთრი სახლის მრჩეველმა, დევიდ აქსელროდმა CNN-ს უთხრა, რომ მას არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ეს ხმა ავთენტურია. მაგრამ, მისი თქმით, რაც უნდა იყოს წყარო ამ მიმართვისა, ის შეიცავს უდანაშაულო ადამიანების მასობრივი დახოცვის უსაფუძვლო გამართლებას.
XS
SM
MD
LG