Accessibility links

ვენესუელაში პრეზიდენტის მიმართ კრიტიკულ ტელეარხს მაუწყებლობა შეუჩერეს


ვენესუელის საკაბელო ტელევიზიის უწყებამ შეწყვიტა პრეზიდენტ ჩავესის მიმართ კრიტიკული ტელეარხის მაუწყებლობა მას მერე, რაც მთავრობის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ტელეარხი მაუწყებლობის შესახებ კანონს არღვევს. ჩავესის საწინააღმეგო არხი „რადიო კარაკას ტელევისიონი“ კვირას ღამით გაქრა სიხშირეებიდან. არხი საკაბელო გზით მაუწყებლობდა 2007 წლიდან მას მერე, რაც მას მთავრობამ სიხშირეების ლიცენზია არ მისცა.
XS
SM
MD
LG