Accessibility links

logo-print

ირანის ოპოზიციის ლიდერი თავისუფალი არჩევნების და დემონსტრაციების უფლებას მოითხოვს


ირანის ოპოზიციის ლიდერის, მეჰდი ქარუბის პარტიამ ინტერნეტით გაავრცელა მოწოდება ირანის ხელისუფალთა მიმართ, დაუშვან თავისუფალი არჩევნები და ხალხს დემონსტრაციების მოწყობის ნება დართონ. პარტია იმეორებს, რომ ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელშიც პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა გაიმარჯვა, დიდი რაოდენობით გაყალბება მოხდა.
XS
SM
MD
LG