Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტებს მასპინძლობს


დღეს სტამბოლში თურქეთის, ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტები ხვდებიან ერთმანეთს. ანალიტიკოსთა აზრით, თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობის მოგვარებაში. თურქეთს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვს ორივე ქვეყანასთან. სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვამდე, ავღანეთის პრეზიდენტი პაკისტანის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდება. კვირას სტამბოლში ჩასვლის შემდეგ ორივე პრეზიდენტი ცალ-ცალკე შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრს. სამშაბათს თურქეთი უმასპინძლებს ავღანეთის მეზობლების შეხვედრას. ეს შეხვედრა წინ უსწრებს ლონდონში 28 იანვრისთვის დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ავღანეთზე. მასზე შეიძლება გამოცხადდეს კიდეც გრაფიკი ზოგიერთი რეგიონის ავღანეთის მთავრობის პასუხისმგებლობის ქვეშ გადაცემის შესახებ. ”ფაინენშელ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ავღანეთში ნატოს ძალების სარდალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა, რომ ავღანეთში დამატებით 30 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის ჩაყვანამ ”აშკარა პოზიტიური” პროგრესი უნდა მოიტანოს. მაკკრისტალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თალიბანს შეუძლია მომავალში ქვეყნის მართვაშიც შეიტანოს წვლილი.
XS
SM
MD
LG