Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იწყება


დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იხსნება. ევროსაბჭოს მიერ გარვცელებული პრეს-რელიზის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იქნება ”ცრუ პანდემიები - საფრთხე ჯანმრთელობისთვის”. საპარლამენტო ასამბლეის სოციალურ საკითხთა კომიტეტის წინადადებაა - სასწრაფოდ გაიმართოს დებატები ამ საკითხზე. თუკი ასამბლეა მხარს დაუჭერს პანდემიების თემაზე დებატების გამართვას, ეს სავარაუდოდ 28 იანვრის დილის სხდომაზე მოხდება. თავად სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამავე თემაზე ხვალ გამართავს საჯარო მოსმენას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლები. სხვა მნიშვნელოვან განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში სახელდება: დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე და გენდერული თანასწორობა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ტრაფიკინგთან ბრძოლა. უფლებამოსილების ვადა ეწურება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლანდელ თავმჯდომარეს - ლუის მარია დე პუჩს. ასამბლეაზე ახალ თავმჯდომარე აირჩევენ. ერთადერთი კანდიდატი ამ პოსტზე თურქეთის წარმომადგენელი თურქი დეპუტატი მევლუთ ჩავუშოღლუა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სხდომის მონაწილეებს მიმართავენ: საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი (რომელიც ახლახან საქართველოში იმყოფებოდა) და ევროსაბჭოს გენერალური მდივანი. დღის წესრიგშია აგრეთვე: მედიის თავისუფლება; კორუფცია სასამართლოში, თავშესაფრის მაძიებელთა დაკავება და უკანონო მიგრანტები; დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობა ალბანეთში, ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.
XS
SM
MD
LG