Accessibility links

logo-print

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკატასტროფის 20-მდე მსხვერპლი იპოვეს


გავრცელებული ინფორმაციით, 20-მდე დაღუპული იპოვეს ხმელთაშუა ზღვაში, სადაც დღეს ეთიოპიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი ჩავარდა. თვითმფრინავმა ბეირუთის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, ქარიან ამინდში, მალევე განიცადა ავარია. თვითმფრინავში 90-მდე მგზავრი იმყოფებოდა, უმეტესწილად ლიბანელები და ეთიოპელები, თუმცა იყვნენ კიდევ რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, რუსეთის მოქალაქეები. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ჰარირიმ დღეს გლოვის დღე გამოაცხადა. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა, ლიბანის პრეზიდენტ მიშელ სულეიმანის თქმით, საბოტაჟზე ეჭვი არა აქვთ.
XS
SM
MD
LG