Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბულში თურქეთის, ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება


სტამბულში დღეს თურქეთის, ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების შეხვედრაზე ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე მსჯელობენ. თურქეთს, ტრადიციულად, მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც ავღანეთთან, ისე პაკისტანთან, მაშინ როცა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში დაიძაბა. ავღანეთს ეჭვი აქვს, რომ პაკისტანის უშიშროების ძალები თალიბანს ეხმარებიან. ხვალ თურქეთი უმასპინძლებს ავღანეთის მეზობლების შეხვედრას. ამ შეკრებას 28 იანვარს მოჰყვება ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც შესაძლოა, განისაზღვროს ავღანეთის ზოგ რეგიონზე პასუხისმგებლობის ავღანეთისთვის ჩაბარების განრიგი.
XS
SM
MD
LG