Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, როგორც ჩანს, აღიარა საპრეზიდენტო არჩევნებში აჰმადინეჟადის გამარჯვება


ირანში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მეჰდი ქარუბიმ, როგორც ჩანს, პრეზიდენტად ცნო მაჰმუდ აჰმადინეჟადი. როგორც ქარუბის შვილმა, ჰუსეინმა განაცხადა ჩვენი რადიოს სპარსულ სამსახურთან ინტერვიუში, ქარუბის მართალია, კვლავინდებურად სჯერა, რომ ივნისის არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ანგარიშს უწევს იმ გარემოებას, რომ აჰმადინეჟადი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მხარდაჭერით სარგებლობს და მარტო ამის გამო ცნობს აჰმადინეჟადს პრეზიდენტად. საქმე ეხება ქარუბის პირველ ასეთ საჯარო განცხადებას მას შემდეგ, რაც ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად აჰმადინეჟადის გამოცხადებას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
XS
SM
MD
LG