Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის ცენტრში სამი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 36 ადამიანი დაიღუპა


ბაღდადის ცენტრში სამი ძლიერი აფეთქების შედეგად სულ ცოტა 36 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. ერთი აფეთქება, როგორც ჩანს, მოეწყო სასტუმრო „იშტარ შერატონის“ შესასვლელში, მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ ნაპირზე. მეორე ბომბი კი სასტუმრო „ბაბილონთან“ აფეთქდა. ამ სასტუმროში ზოგჯერ მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრები ტარდება. სასტუმროსთან მოეწყო, გავრცელებული ინფორმაციით, მეასმე აფეთქებაც - ეს არის სასტუმრო „ჰამრა“, რომელშიც უცხოელი ჟურნალისტები ჩერდებიან ხოლმე. მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, სამივე აფეთქება დანაღმული ავტომანქანებით მოეწყო.
XS
SM
MD
LG