Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდა


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დღეს სოჭში შეხვდა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს, ჰეიდარ ალიევსა და სერჟ სარქისიანს მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოსალაპარაკებლად. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, პრეზიდენტების საუბარი „გულახდილი და უდავოდ სასარგებლო“ იყო. „განიხილეს ის კონკრეტული წინადადებები, რომლებიც ეუთოს მინისკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა წარმოადგინეს. არის ურთიერთგაგება ამ დოკუმენტის პრეამბულის გარშემო - ეს შეხვედრის ყველა მონაწილემ დაადასტურა. და ყველამ აღიარა, რომ სასარგებლოა ასეთი დოკუმენტის არსებობა, რადგან ის საშუალებას იძლევა, საუბარი წარმიმართოს არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტულ ფორმულირებებთან კავშირში,“ - განაცხადა ლავროვმა. მას სოჭში გამართულ ბრიფინგზე არ უსაუბრია ზემოხსენებული პრეამბულის შინაარსზე, რადგან, მისივე განმარტებით, ტექსტზე მუშაობა გრძელდება.
XS
SM
MD
LG