Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებების შედეგად ნატოს ორი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში აფეთქებებმა ნატოს ორი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო სარაკეტო იერიშის შედეგად რვა უცხოელი ჯარისკაცი დაიჭრა. ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ფარიაბის პროვინციაში ნატოს ნორვეგიელი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებულ ბომბზე მანქანის აფეთქების შედეგად. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დღესვე განაცხადა, რომ აფეთქებამ სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში ერთი ბრიტანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამასობაში, თალიბანის პრეს-მდივანმა ყარი იუსეფ აჰმადიმ იკისრა პასუხისმგებლობა სარაკეტო თავდასხმისთვის, რომელიც კვირას ყანდაარის სამხედრო ავიაბაზაზე მოეწყო და, სულ ცოტა, ექვსი უცხოელი ჯარისკაცი, მათ შორის ოთხი ბულგარელი დაჭრა. აჰმადის განცხადებით, თავდასხმა მიმართული იყო ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს იმყოფებოდა სამხედრო ბაზაზე ბულგარელი ჯარისკაცების მოსანახულებლად. მინისტრი არ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG