Accessibility links

logo-print

კარზაის განცხადებით, ავღანეთის მოკავშირეები ემხრობიან თალიბანთან შერიგების ძალისხმევას


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დღეს განაცხადა, რომ თალიბანთან შერიგების განახლებული ძალისხმევა ავღანეთის მოკავშირეების, მათ შორის შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერით სარგებლობს. ამ საკითხს კარზაი შეეხო პრეს-კონფერენციაზე სტამბულში, სადაც პაკისტანის პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდარის ესაუბრა ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობასა და ორმხრივ ურთიერთობაზე. საქმე ეხება ავღანეთ-პაკისტანის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდს. მოლაპარაკება 2007 წლიდან მიმდინარეობს თურქეთის ეგიდით, რომელსაც ორივე ქვეყანასთან ტრადიციულად ახლო ურთიერთობა აკავშირებს.
XS
SM
MD
LG