Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საარჩევნო კამპანია განახლდა


დღეიდან უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატთა საარჩევნო კამპანია განახლდა. ორშაბათს ცსკ-მ არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები დაამტკიცა და ოფიციალური დადგენილებით მეორე ტური შვიდ თებერვალს დანიშნა. წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით, პრეზიდენტობის კანდიდატები ვიქტორ იანუკოვიჩი და იულია ტიმოშენკო რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ხმელნიცკის ოლქში გამგზავრებამდე კიევის აეროპორტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ტიმოშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტს სერგეი ტიგიპკოს ოფიციალურად შესთავაზებს. ტიგიპკოსგან, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე აღმოჩნდა, იულია ტიმოშენკო პასუხს არჩევნების მეორე ტურამდე ელის
XS
SM
MD
LG