Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეთა მიმართ უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


დონეცკის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეთა მიერ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურისას ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 17 იანვარს დონეცკში არჩევნების მეთვალყურეობის განზრახვით საქართველოს 400-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე დონეცკის მერმა ალექსანდრ ლუკიანჩენკომ განაცხადა, რომ პროკურატურამ საქართველოს მოქალაქეთა მიერ წარდგენილი დროებითი მოწმობები და ყველა სხვა მასალა შეისწავლა და დაასკვნა, რომ მათი მოქმედება უკანონო იყო. დოკუმენტების გაყალბება და მათი გამოყენება უკრაინაში ჯარიმით, ან ექვსი თვიდან სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. დონეცკის მერმა დღეს ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ქალაქში დარჩა საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი, მეორე ტურისთვის კი - მათი რაოდენობის გაზრდაა მოსალოდნელი. ამის გამო, ლუკიანჩენკომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიმართა, უკრაინის ცსკ-ის რეგისტრაციის გარეშე დონეცკში ქართველ დამკვირვებელთა ჩასვლა აღკვეთოს და საქართველოს მოქალაქეთა მიერ უკრაინის კანონმდებლობის დაცვა უზრუნველყოს
XS
SM
MD
LG