Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გმობს უკრაინის გადაწყვეტილებას, პატივი მიაგოს სტეპან ბანდერას


რუსეთი გმობს უკრაინის გადაწყვეტილებას, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ნაციონალისტ მოღვაწე სტეპან ბანდერას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანდერასთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭება „ოდიოზური“ ნაბიჯია. ბანდერა სათავეში ედგა უკრაინის ნაციონალისტური ძალების ბრძოლას მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც გერმანიის ჯარების, ისე საბჭოთა არმიის წინააღმდეგ. ისვე ხელმძღვანელობდა უკრაინაში გასული საუკუნის 50-იანი წლების ანტისაბჭოთა შეიარაღებულ წინააღმდეგობას. სტეპან ბანდერა 1959 წელს გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ კი, 22 იანვარს, პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მას უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა „უკრაინის ერთობის დღისადმი“ მიძღვნილ ცერემონიაზე.
XS
SM
MD
LG