Accessibility links

logo-print

შრი ლანკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა - სამოქალაქო ომის შემდეგ პირველად


შრი ლანკაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა - პირველად მას შემდეგ, რაც ბოლო მოეღო სამოქალაქო ომს მეამბოხეებთან, რომელთაც „ტამილელ ვეფხვებს“ უწოდებენ. ომი 20 წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. პრეზიდენტობის 22 კანდიდატს შორის ფავორიტებად ითვლებიან პრეზიდენტი მაჰინდა რაჯაპაკსა და არმიის ყოფილი სარდალი სარათ ფონსეკა. ორივე აცხადებს, რომ თვითონ შეასრულა გადამწყვეტი როლი ტამილელი სეპარატისტების დამარცხებაში. არჩევნების მეთვალყურეების განცხადებით, კენჭისყრაში 14-მილიონიანი ელექტორატის, დაახლოებით, 70 პროცენტი მონაწილეობდა. არჩევნებმა, მთლიანობაში, მშვიდობიანად ჩაიარა.
XS
SM
MD
LG