Accessibility links

logo-print

გერმანია დამატებით 500 ჯარისკაცს გააგზავნის ავღანეთში


გერმანია აპირებს ავღანეთში დამატებით 500 ჯარისკაცის გაგზავნას. კანცლერ ანგელმა მერკელის განცხადებით, გერმანია ზრდის სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში. ეს განცხადება მოჰყვა მინისტრებთან შეხვედრას, რომელზეც ავღანეთში გერმანიის გადასინჯულ სტრატეგიაზე იმსჯელეს. გერმანია ამჟამად 4300 ჯარისკაცით, ანუ სიდიდით მესამე კონტინგენტით არის წარმოდგენილი ავღანეთში. ჯარისკაცების დამატებით გაგზავნას პარლამენტის თანხმობა ესაჭიროება. მერკელის განმარტებით, გერმანია გაზრდის იმ ჯარისკაცების რიცხვს, რომლებიც ავღანეთის ჯარების გაწვრთნაში მონაწილეობენ. იქვე მერკელმა გამოთქვა იმედი, რომ ავღანეთის ხელმძღვანელობა 2014 წლისთვის შეძლებს, ჩაიბაროს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა.
XS
SM
MD
LG